ალიევმა აზერბაიჯანელი ხალხისა და მთავრობის სახელით, ქართულ მხარეს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა, სადაც საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარებაში ედუარდ შევარდნაძის დიდი ღვაწლი აღნიშნა.
"დიდი სახელმწიფო მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ქართველ ხალხს ღრმა მწუხარებით ვუცხადებ სამძიმარს. ედუარდ შევარდნაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გაძლიერების საქმეში. ედუარდ შევარდნაძე იყო გონიერი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. მას უყვარდა თავისი ხალხი და დიდი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებისთვის. ამავე დროს, მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველო-აზერბაიჯანის ძმური ურთიერთობების განვითარებისთვის და ის იყო აზერბაიჯანელი ხალხის დიდი მეგობარი. აზერბაიჯანელი ხალხი არ დაივიწყებს ედუარდ შევარდნაძის ნათელ ხსოვნას", - აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამძიმრის ჩანაწერში.
მასალის გამოყენების პირობები






