პოლონეთი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას სექტემბერში მოახდენს
პოლიტიკა - 12:22, 10 Jul, 2014     1750

პოლონეთი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს; პროცედურა სექტემბრიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც პოლონეთის პარლამენტი მუშაობას განაახლებს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

როგორც გაირკვა, დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთობლიობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის დონე ორ ქვეყანას შორის მაღალია, რაზეც ასევე მოწმობს მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, მათ შორის კადრების მომზადების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით „ასოცირების დღის წესრიგის" მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ძირითად მექანიზმს და ითვალისწინებს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს 2014-2016 წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მიმართული უდიდესი ძალისხმევისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42