გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის სენატის მარშალი მიიღო
პოლიტიკა - 11:56, 10 Jul, 2014     1262

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. პოლონურმა მხარემ, უპირველესად, მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და აღინიშნა, რომ მისი რატიფიცირება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება. ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, პოლონეთი იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ნატო-ს სამიტზე, რომელიც დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გაიმართება. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფების თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თვითმმართველობის არჩევნებს და რეგიონალურ საკითხებს. მათი განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმას ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და პოლონეთის განსაკუთრებული ურთიერთობა და ყურადღება მისი გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42