ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის ინფორმაციით, რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა აღდგება.
მისი თქით, თავდაპირველად რეგულარული საავიაციო რეისები აღდგება თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.
"რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ ოფიციალური ნოტა, რომ რუსეთის შემოთავაზებაა აღდგეს ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა. იცით, რომ 2006 წლიდან ცალმხრივად რუსეთის მხრიდან შეწყვეტილი იქნა რეგულარული რეისების განხორციელება. ძირითადად ნოტაში მოცემულია, რომ თავდაპირველად რეგულარული რეისები აღდგება თბილისი-მოსკოვი და მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. შეუზღუდავად იქნება სიხშირეები მოცემული. პირობა არის დათქმული, რომ 15 სექტემბრიდან მოხდეს ამის განხორციელება, რადგან მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. პირველ სექტემბრამდე, ასევე, რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მოგვაწვდის იმ კომპანიების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებიც 15 სექტემბრიდან რეგულარულ რეისებს განახორციელებენ", - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






