თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართული დებატების შემდეგ ნიკა მელიამ და დავით ნარმანიამ შესრულებულ-შეუსრულებელი დაპირებების სია გაცვალეს.
ნარმანიამ მელიას წინა და ახალი ხელისუფლების საქმიანობის შედაების ამსახველი ბუკლეტი, ხოლო მელიამ ნარმანიას შეუსრულებელი დაპირებების სია გადასცა.
,,შენ მართლა გგონია, რომ ის ხმები მართლა დათო ნარმანიამ მიიღო?“, - მიმართა მელიამ ნარმანიას.
,,ნაწილი მიიღო დათო ნარმანიამ, ნარილი იმ გუნდმა რომელსაც მე წარმოვადგენ“, - უპასუხა ნარმანიამ მელიას.
ნარმანიამ ის ოქმი უჩვენ მელიას, რომელ უბანზეც მან ოპოზიციურ კანდიდატს მოუგო. ამაზე მელიამ ნარმანიას უპასუხა: ,,აქ ცხოვობს გიორგი მარგველაშვილი, შენ რომ მხარს გიჭერდნენ, ამაზე მეტი უნდ მიგეღო“.
დებატების შემდგომი კამათის შემდეგ კანდიდატებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ,,არჩევნების შემდეგ შეხვედრის“ იმედით დაშორდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






