„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას მერად არჩევის შემთვევაში კომპანია „სითი პარკის“ საქმიანობაში კორექტივები შევა. მელიამ "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე დებატებზე განაცხადა, აღნიშნული კომპანიის საქმიანობით კმაყოფილი არც თვითონ არ არის.
„სითი პარკის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობააა. თუმცა რაზეც ჩემი ოპონენტი საუბრობს, რომ მერად არჩევის შემთვევაში მოახდენს ხელშეკრულების გაწყვეტას, ეს არის სიცრუე. მე, როგორც ამ ქალაქში მაცხოვრებელი, არ ვარ კმაყოფილი ამ კომპანიის საქმიანობით, შეიძლება მისი საქმიანობის გადახედვა. ვფიქრობ, რომ დაჯარიმებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები საჯარიმო სადგომზე არ უნდა გადაჰყავდეთ, რადგან ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ხელშეკრულების გაწყვეტა წარმოუდგენელია, თუმცა ჩემი მერად არჩევის შემთვევაში კორექტირება იქნება შეტანილი ამ კომპანიის საქმიანობაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






