„ჩვენ საინტერესო წინასაარჩევნო პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც თითოეულ პრობლემას ეხმაურება, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თბილის გახდება რეგიონის ეკონომიკური, კულუტურული და ტურისტული ცენტრი. ამის შემდეგ თბილისში გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეყწობისთვის 100 მილიონ ლარზე მეტს დავხარჯავთ. თბილისში აშენდება ახალი საბავშვო ბაღები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დედაქალაქში არსებულ სოციალურ და ჯანდაცვის პრობლემებს.
„თბილის გახდება რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი. აშენდება ახალგაზრდული სადაც ცენტრის შენობა, სადაც თვეში ერთხელ ახალგაზრდული ღონისძიებები გაიმართება. დავეხმარებით თითოეულ იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. გავაორმაგებთ კომუნალური ვაუჩერის პროგრამას და ნაცვლად 250 ლარისა ისინი მიიღებენ 500 ლარს დედაქალაქის ბიუჯეტიდან. იგივე კატეგორიის ადამიანები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით. ვიზრუნებთ ოჯახებზე და მესამე შვილის გაჩენის დროს ისინი მიიღებენ 800 ლარს, მეოთხე შვილის გაჩენის შემთვეაში - 200 ლარს და მეხუთე შვილის გაჩენის შემთვეაში - 1500 ლარს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. თბილის გახდება ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი. შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თოთოეულ ადამიანმა იგრძნოს ჩვენი მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






