იმედია, გიორგი მარგველაშვილი უელსის სამიტს მინისტრებთან ერთად დაესწრება - აპატურაი
პოლიტიკა - 19:34, 09 Jul, 2014     1537

დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა უელსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების დეტალები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაესწრება ნატო-ს სამიტს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსის მხრიდან საქართველოსთვის ინიცირებული თანამშრომლობის სპეციალურ პაკეტთან დაკავშირებული საკითხები იყო.

„ბრწყინვალე შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მოგვეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. მოხარული ვართ, რომ საქართველოს სამიტზე ის წარმოადგენს. ვიმედოვნებ, იგი იქნება თავის მინისტრებთან ერთად, რადგან ძალიან ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი. პრეზიდენტი დაესწრება ISAF-ის მისიის ბოლო შეხვედრას, რომელზეც მივიღებთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ყველამ ნახეთ, რა ხდება ავღანეთში პოლიტიკური გაურკვევლობის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ავღანეთის მთავრობის პოზიცია სამიტის პერიოდში, რომ შეძლოს ხელი მოაწეროს იმ მომდევნო მისიის შესახებ საჭირო სამართლებრივ ნორმებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, ვფიქრობ, განსახილველი ბევრი გვექნება. ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ მალევე დაიწყება ურყევი მხარდაჭერის მისიაც. სამიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ საკითხსაც“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს სამიტის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი დაესწრება როგორც ნატო-ს, ისე გაერო-ს სამიტს.

„საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობა, პარლამენტი ყველა მოწადინებულია და მუშაობს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ეს არის ხელისუფლების სხვადასხვა შტო და ბუნებრივია, თითოეული მათგანი მუშაობს იმ დღის წესრიგით, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებებით დგინდება. იმ მოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც ამ ორგანიზაციებიდან მივიღეთ, საქართველო როგორც ნატო-ს, ისე გაერო-ს სამიტზე პრეზიდენტის სახით, იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42