პრეზიდენტი ადასტურებს, რომ უელსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს
პოლიტიკა - 09:41, 10 Jul, 2014     2125

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ უელსის სამიტზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ, მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულ გეგმებს, რომლიც საქართველოს უელსის სამიტთან მიმართებაში გააჩნია.

„ჩვენ გვქონდა შინაარსობრივი შეხვედრა ბატონ აპატურაისთან. მე დავუდასტურე მას, რომ უელსზე ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი, ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკრეტული გეგმების თაობაზე, რომელიც გვაქვს უელსის სამიტთან მიმართებაში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რომელიც კარგა ხნის დაწყებულია. დღეს ახალი დეტალები განვიხილეთ და ბუნებრივია, სამიტზეც ამ პროცესის გაგრძელება იქნება. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მუშაობენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, ეს არის ხელისუფლების ცალკე შტოები და ბუნებრივია, ისინი აწარმოებენ საკუთარ საქმიანობას და მუშაობენ იმ დღის წესრიგით, რომელიც დგინდება საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. როგორც ნატო-ს სამიტზე, ასევე გაერო-ს სამიტზეც, საქართველოს პრეზიდენტის სახით ვიქნებით წარმოდგენილი. ბიუნებრივი საქართველოს ნებისმიერი წარმომადგენელი, იმუშავებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42