გიორგი მარგველაშვილი ჰერბერტ სალბერს შეხვდა
პოლიტიკა - 17:39, 09 Jul, 2014     1279

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ სალბერს შეხვდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ფილიპ ლეფორი შეცვალა.

შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკასა და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

„მადლობელი ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან როგორც ზოგადად ევროკავშირის შეხედულებზე საქართველოსთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულად ჩემი მანდატის თაობაზე, რომელიც უკავშირდება კონფლიქტებს საქართველოში. თქვენ იცით, რომ ამ კონფლიქტების თემას რეგულარულად განვიხილავთ საერთაშორისო მასშტაბით - ჟენევის ფორმატში. ასეთი შეხვედრა ახლახან გაიმართა. როგორც ამ პროცესის თანამონაწილეები, ჩვენ - ევროკავშირი, გაერო, ეუთო - ვცდილობთ მოვიძიოთ გზები უფრო მეტი შედეგის მისაღებად, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჩვენი შეხედულებები გავაცანით და დიდად ვემადლიერებით მას იმისათვის, რომ გამოთქვა მზადყოფნა მოესმინა ჩვენი პოზიცია. ჩვენი მხრივ, ჩვენც ვითვალისწინებთ საქართველოს ლიდერთა შეხედულებებს“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენელმა.

ჰერბერტ სალბერს მაღალი თანამდებობა ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამსახურში, მუშაობდა ეუთო-ში, სადაც იყო კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი. სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იგი 2015 წლის 28 თებერვლამდე დაიკავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42