საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ჭიაბერაშვილმა ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და გიგი უგულავას სოლიდარობა გამოუცხადა.
„სოლიდარობა გამოუცხადეთ ნაწამებ, ღირსებაშელახულ, უფლებაგათელილ, ბიზნესახეულ ადამიანებს... ერთხელ მაინც, თუნდაც ერთხელ მაინც ბოდიში მოუხადედ ამ ადამიანებს, მუდამ რომ ხართ ამოფარებული რუსეთის ხელისუფლების სიბნელეს... ეგ ყველამ იცის, თქვენ თქვენი თავი განსაჯეთ და ერთხელ მაინც გაბედეთ და შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც აწამებდნენ თქვენი მინისტრები, გაბედეთ და მერე დავიჯერებ, რომ პოლიტიკაში გინდათ დარჩენა და არა მხოლოდ თვითგადარჩენას ცდილობთ“, - წერს სესიაშვილი „ფეისბუქზე“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართლოდან ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, სამივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია.
მასალის გამოყენების პირობები






