„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სასამართლოდან ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ბაჩო ახალაიას სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, სამივე მათგანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია.
„სასამართლო დარბაზიდან სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს თანაპარტიელებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ ცდილობდნენ აეშენებინათ ქართული სახელმწიფო და საკადრისი პასუხი გაეცათ ჩვენი მტრისთვის – რუსეთის ხელისუფლებისთვის. ჩვენ მეგობრებზე ბრალის წაყენებით მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ სასამართლოს, რადგან ამ ადამიანებს ის გადაწყვეტილება მიაღებინეს, რომელიც რეალობასთან ახლოს არ არის. მე მინდა გთხოვოთ, პატივცემულო მოსამართლევ, რომ თქვენ მიიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ, სააპელაციო სასამართლო დაგვადანაშაულებს თუ გაგვამართლებს, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც ვერ გაანადგურებს. ჩვენი მომავალი არ არის დამოკიდებული ამ პროცესზე და ძალიან გთხოვთ, იყავით ობიექტური და თავისუფალი, გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






