საქართველოს პრემირმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში და რუსეთის ფედერაციის სგარეო საქმეთა მინისტრის სერგეილ ლავროვის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის დღეს გამართული შეხვედრა დასრულდა.
კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ერთერთი განსახილველი თემა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იყო. ამის შესახებ კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის გრიგორი კარასინმა გააკეთა:
„კარგია, რომ მოსაზრებები ემთხვევა ერთმანეთს, გვჭირდება ღია და კონკრეტული საუბარი, თუ როგორ გავლენას მოახდენს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, ბოლო წელს ორივე მხარის ძალისხმევის შედეგად, ქართული პროდუქციის ექსპორტი ოთხჯერ გაიზარდა, ბრუნვა საერთო ჯამში 50 პროცენტით გაიზარდა. რაზე უნდა ვიყოთ მომავალში ორიენტირებულები, რა ტარიფები იქნება, გავლენა რომ ექნება ეს ცხადია, უნდა ავწონოთ და შევაფასოთ, რათა არ იყოს ნეგატიური სიურპრიზები. თუ უეცრად აღმოჩნდება, რომ გავლენა სერიოზულია, ეს ძალიან ცუდად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ ჩვენი ბიზნესმენების მხრიდან. მაღალი დონის შეხვედრებს სჭირდება საფუძვლიანი მომზადება, რათა არ იყოს ზედაპირული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა გვაქვს მხედველობაში ამ შეხვედრების მომზადება, როდის დადგება ამის დრო ეს ფილოსოფიური კითხვაა ჩემი აზრით, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ეს თბილისის სუვერენული უფლებაა. თუ მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან თავშეკავება არ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დაინტერესებული და არც დაგვიმალავს, ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია კავშირი, ასე რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მარტო ჩვენი მისაღები არ არის გადაწყვეტილება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






