ომბუდსმენი ჯაბა ანანიძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
პოლიტიკა - 16:16, 09 Jul, 2014     1503

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მხრიდან ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მიმდინარე წლის 8 ივნისს ტელეარხ 25-ის ეთერში ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, გადაიცა ანანიძის საავტორო ფილმი, რომელიც შეეხებოდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა საქმიანობას. ჟურნალისტის განმარტებით, ფილმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მას პირად მობილურზე დაუკავშირდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, რომელიც ეთერში გასული ფილმის შინაარსის გამო ჟურნალისტს ემუქრებოდა.

სახალხო დამცველის მიმართვის პასუხად, მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესა და მედეა ვასაძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის და სხვა დამატებითი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ცნობს საგამონაკლისო ნორმებს რომელიც საშუალებას მისცემს საგამოძიებო ორგანოებს უარი თქვან გამოძიების დაწყებაზე, უფრო მეტიც, ისინი ვალდებული არიან გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რათა ეფექტურად გამოავლინონ დანაშაულებრივი ქმედებები და სათანადო რეაგირება მოახდინონ კანონდარღვევებზე. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ადგენს გამოძიების დაწყების მოვალეობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მედეა ვასაძის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული სავარაუდო უკანონო ქმედებების თაობაზე, ვინაიდან მხოლოდ დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებებით არის შესაძლებელი საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა“, - ნათვქმია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42