12 ივლისს ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას - კახი კალაძე
პოლიტიკა - 15:08, 09 Jul, 2014     1456

"არჩევნების მეორე ტური არის საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისკენ“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საარჩევნო კამპანია სრულიად განსხვავებულ რეალობაში მიმდინარეობს.

"ნებისმიერ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიეწოდებინა ამომრჩეველისთვის ის პროგრამა, რომელიც მათ გააჩნდათ. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ არ ხორციელდება ზეწოლა და ძალადობა ხმების აღების მიზნით. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს ერთად დგომითა და ერთსულოვნებით. 2012 წელს ყველა გავერთიანდით ერთი პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავიწყეთ ბრძოლა იმ კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა. ეს ბრძოლა წარმატებით წარიმართა, 1 ოქტომბერს იყო ძალიან დიდი გამარჯვება, იყო მეორე რაუნდი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩვენმა კანდიდატმა გამარჯვებას მიაღწია და გვაქვს მესამე ძალიან მნიშვნელოვანი რაუნდი, რადგან ბრძოლა ბოლომდე არ არის მიყვანილი. დარწმუნებული ვარ 12 ივლისს ერთად ვიზეიმებთ დიდ გამარჯვებას", - განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42