საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. შევარდნაძე აცხადებს, რომ გუშინ მისი სახელით გავცელებული ინტერვიუს გამო გაოგნებულია:
„აღშფოთებული და გაოგნებული ვარ იმ ცრუ ინფორმაციით, რომელიც გამოქვეყნდა gurianews- ის საიტზე. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს; უფრო მეტიც, არანაირი კონტაქტი არ მქონია ამ სააგენტოსთან საერთოდ. ამაზრზენია, როდესაც, ჩემი ოჯახისთვის უმძიმეს დღეებში, არსებობენ ჟურნალისტები ან მავანნი და მავანნი, რომლებიც სპეკულირებენ ბაბუაჩემის გარდაცვალების თემით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ; ადრეც და შემდგომაც ის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა და უპირობო მხარდაჭერას უცხადებდა მის საქმიანობას. განსაკუთრებული მადლიერი იყო მისი იმ გადამწყვეტი წვლილისთვის, რაც მას სამების ტაძრის მშენებლობაში მიუძღვის“, - წერს შევარდნაძე.
მასალის გამოყენების პირობები






