გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მერკერია მიერ გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაშია ნათქვამი.
„დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების ამბავი. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მან განუმეორებელი წვლილი შეიტანა ცივი ომის დაძლევასა და გერმანიის გაერთიოანების საქმეში. მისი ეს წვლილი გერმანიაში არასოდეს დაავიწყდებათ. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მან მძიმე წლებში წინდახედულობითა და პასუხისმგებლობით თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა განამტკიცა და საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა და მეგობრობა გააძლიერა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართველ ხალხს“, - ნათქვამია მერკელის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






