"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე პარლამენტის თავჯდომარეს და პროკურატურას მიმართავს, რეაგირება მოიახდინონ მისი შსს-ს ცენტრალუ ოფისში არ შეშვების ფაქტზე. როგორც ბარამიძე აცხადებს, აღნიშნული ფაქტით დაირღვა დეპუტატის სტატუსის შესახებ კანონი, რასაც სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.
"პროკურატურას და პარლამენტის თავჯდომარეს ოფიციალურად ვუგზავნი მოთხოვნას, რომ ყველა ადეკვატური ნაბიჯი გადაიდგას აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით. მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი დააკავეს, მივედით შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ ოფისში. იქ ჯარისკაცებმა განგვიცხადეს, რომ მინისტრის ბრძანებით არ გვიშვებდნენ. აღნიშნული ფაქტი საქართველოს კონსტიტუციის და კანონის კიდევ ერთი დარღვევაა. ამის გამო უნდა განხორციელდეს პარლამენტის და პროკურატურის მხრიდან ადეკვატური ქმედებები", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






