საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრსა და აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის განვითარების პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა სემინარი თემაზე „ეკონომიკური დიპლომატიის წარმოებისა და მსოფლიო ვაჭრობის თავისებურებანი“.
სემინარი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა გახსნეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით აღნიშნული სემიანრი ეკონომიკურ დიპლომატიაზე მნიშვნელოვან წვლილს შეითანს ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობაში.
„ეს ასრის ძალიან მნისვნელოვანი სემინარი რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს საელჩოს წარმონადგენლები, ის დიპლომატები რომლებიც მუშაობენ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე. ამერიკის საელჩოსა და ჩვენი სასწავლო ცენტრის თანამშრომლობის შედეგია გზამკვლევის გამოცემა ქართველი დიპლომატებისთვის, რათა მათ უკეთ მოახდინონ საქართველოს ეკონომიკის რეკლამირება თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში. დარწმუნებყული ვარ რომ ეს სემინარი ძალიან მნიშვლნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ეკონომიკის განვითარებაში.“- განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს და მის როლს გლობალურ პროექტებში.
„ვფიქრობ რომ ეკონომკურ და კომერციულ კომპონენტებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში გადის ახალი აბრეშუმის გზა. ხალხი აცნობიერებს რომ ახალი აბრეშუმის გზა უზომოდ მნიშვნელოვანი ნაწილია გლობალური კომერციისა, მითუმეტეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების და რუსეთთან არსებული ურთიერთობის ფონზე. საქართველო ძალიან სტრატეგიული ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ რომ კომერციული დიპლომატია საქართელოს წინსვლაში და რეგოინში მთავარ მოთავამაშედ ჩამოყალიბებაში დაეხმარება“, -განაცხადა აშშ-ს ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






