თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 11:30, 09 Jul, 2014     1214

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრსა და ჩეხეთის განვითრების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეები „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადებას სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით, ასევე ჩეხეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარებას დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში ფინანსური სახსრების გადანაწილების კუთხით.

„ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დეცენტრალიზაციის რეფორმას საქართველოში, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ შეიქმნას თვითმმართველობის სისტემა, სადაც ხელისუფლება უფრო მეტად ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიმართ. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმოვადგენთ ამ პროექტის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, დეცენტრალიზაციის რეფორმის განმახორციელებელი ორი ძირითადი სამინისტროს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და მათთვის რეფორმის პროცესის სხვადასხვა ასპექტში მხარდაჭერას“, _ განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ამავე მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითრების სააგენტო პროექტს 4 000 0000 ჩეხური კრონით (200 400 ევრო, 2014 წლის 11 ივნისის ოფიციალური სავალუტო კურსით) დააფინანსებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო დაწესებულებებს და უნივერსიტეტებს მონაწილეობა მიიღონ პროექტში ან ითანამშრომლონ საქართველოს ინსტიტუტებთან. ჩვენ გვსურს საქართველოს გავუზიაროთ საჯარო მმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმიდან მიღებული გამოცდილება. ჩეხეთის რესპუბლიკა დახმარებას გაუწევს საქართველოს რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან. ეს პროექტი სწორედ ამის მაგალითია“, _ აღნიშნა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მიხაელ კაპლანმა.

„ეს მნიშვნელოვანი მემორანდუმია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩეხურ მხარეს იმისთვის, რომ იგი ამ პერიოდის განმავლობაში გაგვიწევს როგორც ტექნიკურ, ისე ექსპერტულ დახმარებას, ისეთი მნიშვნელოვანი თემების მიმართულებით, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობა, ზოგადად, მმართველობა, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის იმპლემენტაცია“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაშია 2016 წლის ბოლომდე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42