ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ბატონი შევარდნაძე იყო გამორჩეული ადამიანი, ვისმა შორსმჭვრეტელობამ 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უილიამ ჰეიგის თქმით შევარდნაძე 80-იანი წლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის.
საქართველოს მეორე პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ სომხეთის პირველი პირიც.
სერჟ სარქსიანის სამძიმრის წერილში აღნიშნულია ედუარდ შევარდნაძის როლი დამოუკიდებლობის აღდგენასა და მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში.
ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს მიუსამძიმრა ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმაც.
ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მისი მეუღლის გვერდით კვირას, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები






