ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისშია. მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია. ორდღიანი ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.
„მოხარული ვარ, რომ ისევ საქართველოში ვიმყოფები. ვაპირებ შევხვდე პრეზიდენტს, პრემიერს და ჩემს სამ საყვარელ მინისტრს, როგორც მათ ვუწოდებ ხოლმე. განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს. რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრამ ძლიერი საფუძველი შექმნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის განმტკიცებისთვის. თქვენს ხელისუფლებასთან სწორედ ამაზე უნდა ავაგოთ ნატოს მომავალი სამიტისთვის სამზადისი. თავი უნდა მოვუყაროთ ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რადგან ნატო უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო კი - ნატოში. ჩვენ გვაქვს გარკვეული იდეები და გვინდა გავიგოთ საქართველოს მტავრობის მოსაზრებები. აქ იმისთვის ვარ, რომ დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი“, - განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






