„ვერც ფილიპ დიმიტროვი, ვერც თქვენი მონა-მორჩილი ვერანაირ გარანტიას ვერ მომცემს როდის მოხდება ვიზის ლიბერალიზაცია“, - ამის შესახებ კომენტარი ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ გააკეთა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დიპლომატმა მინისტრის „ფეისბუქ“ სტატუსის საპასუხოდ გააკეთა:
„გამიხარდა, რომ პირველ ნაწილში ჩემი დარწმუნება შეძლო დიმიტროვმა, რომ არ ემუქრება საფრანგეთს, ჩემს სტატუსში ნათქვამია, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი, შესაბმისად თუ ევროპის ქვეყნებში შესაძლებელია ყოფილი თანამდებობის პირების მიწვევა დაკითხვაზე და ამ პროცესში, თუნდაც დროებით, მათი დაკავება, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებშიც შესაძლებელი. სწორედ ასეთი ტიპის დემოკრატიის შენება გვსურს. მე არასდროს არ მქონია მოლოდინი, გარანტიები, მოვლენები თანამედროვე სამყაროში ძალიან დინამიურად ვითარდება. ვერც ფილიპ დიმიტროვი, ვერც თქვენი მონა-მორჩილი ვერანაირ გარანტიას ვერ მომცემს, როდის მოხდება ვიზის ლიბერალიზაცია, ამირან გულში მღეროდაო, მე რა ვიცი რას გულისხმობდა ბატონი ფილიპი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






