არასამთავრობოები ქორეპისკოპოს იაკობის მოწოდებებთან დაკავშირებით ცესკოს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნები", " ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ცესკოს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისთვის. "ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და უფლება საჯაროდ მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა, საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას პირდაპირ უკრძალავს რელიგიური ორგანიზაციებს. კონკრეტულად რომელი სუბიექტები შეიძლება განვიხილოთ რელიგიურ ორგანიზაციის წარმომადგენლად საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისთვის ინტერპრეტაციის საგანია. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებისთვის ქორეპისკოპოსი უნდა აღიქმებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად. მისი სტატუსის მქონე სასულიერო იერარქის ეკლესიასთან ამგვარი კავშირის არსებობას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც: „ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით),“ რაც გულისხმობს რომ ქორეპისკოპოსის მიერ მისი სტატუსისა და უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული საჯარო გამოხატვა უნდა აღიქმებოდეს რელიგიური ორგანიზაციის პოზიციად.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა. ქორეპისკოპოსი საკვარაო ქადაგებისას მოუწოდებს მრევლს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება: "უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას უარი უნდა ეთქვას.“ ამასთან, ქორეპისკოპოსი იაკობი აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას ‘’დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?!“ და აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს იმაზე თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაიჭოს მხარი ამომრჩევლმა: „არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ,“-განაცხადა ქორეპისკოპოსმა ქადაგებისას. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას - ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერ საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას [და სხვა]1. ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და უფლება საჯაროდ მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა, საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას პირდაპირ უკრძალავს რელიგიური ორგანიზაციებს. კონკრეტულად რომელი სუბიექტები შეიძლება განვიხილოთ რელიგიურ ორგანიზაციის წარმომადგენლად საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვის მიზნებისთვის ინტერპრეტაციის საგანია. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებისთვის ქორეპისკოპოსი უნდა აღიქმებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად. მისი სტატუსის მქონე სასულიერო იერარქის ეკლესიასთან ამგვარი კავშირის არსებობას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც: „ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით2),“ რაც გულისხმობს რომ ქორეპისკოპოსის მიერ მისი სტატუსისა და უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთებული საჯარო გამოხატვა უნდა აღიქმებოდეს რელიგიური ორგანიზაციის პოზიციად. რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკვირაო ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო როდესაც ის ფართოდ შუქდება მედია საშულებების მიერ. შესაბამისად, ქორეპისკოპოსის საჯარო მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღქმულ უნდა იქნეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ აგიტაციად, რომელიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსით3. საარჩევნო კოდექსის ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად ადგენს საარჩევნო აგიტაციის აკრძალვის მოთხოვნას სუბიექტთა განსაზღვრულ წრის მიმართ, მიზნად ისახავს დაიცვას საარჩევნო პროცესი სასულიერო პირების ზეგავლენისგან, რისი ალბათობაც დიდია რელიგიური ორგანიზაციების მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელწიფოს განვითარებისთვის",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. წინამდებარე განცხადების ხელმომწერი არასამთავრობი ორგანიზაციები მოუწოდებენ: საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - შეისწავლოს ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ ნებისმიერი საჯარო მოქმედებისგან, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); 1. საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტი 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1.4. 3. „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი".
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა