კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანიდატებს შორის დაგეგმილ დებატებს, რომელიც ხვალ 9 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პირდაპირ ეთერში არ გადასცემს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა:
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დებატების ფორმატი და იმას გადავცემთ პირდაპირ ეთერში. ხვალ დაგეგმილი დებატები ჩვენთან შეთანხმებული არ არის, ეს გვითხრეს რამდენიმე საათით ადრე, ორი საათით ადრე დაგვირეკეს და ჩვენ ჩვენი ბადე გვაქვს, რომელსაც ასე ვერ გადავაწყობთ. ამ დროს ცხრა საათიანი კურიერი გადის, რომელიც არასდროს არ გადაიწევს არავითარი დებატების გამო. ერთხელ მოხდა ჩვენს ისტორიაში და ეხებოდა გიორგი სანაიას გარდაცვალებას. ასეთი ფორსმაჟორი ნარმანია-მელიას დებატებით ან რაღაც ინტერნაციონალური ფორმატით ჩვენთვის არ არის“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






