საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში შალვა ფიფია მონტენეგროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრს პეტარ ივანოვიჩს შეხვდა.შეხვედრაზე მინისტრებმა სოფლის მეურნეობის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოსა და მონტენეგროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის გაფორმებასთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მემორანდუმი არ იქნება ზოგადი შინაარსის, არამედ განისაზღვრება კონკრეტული მიმართულებების თვალსაზრისით თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის ძირითადი იქნება მესაქონლეობა, ღვინის, თხილისა და კაკლის წარმოება.
„ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ერთ გზაზე დგანან. ჩვენ გვიწევს მსგავსი გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას სულ რამდენიმე დღის წინ მოაწერახელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება ევროპული სტანდარტებისა და ევროპული კანონმდებლობის ეფექტიანად დანერგვის პროცესში“, - განაცხადა შეხვედრაზე შალვა ფიფიამ.
მონტენეგროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მონტენეგროს მთავრობა დაინტერესებულია საქართველოსთან აგრარულისექტორში თანამშრომლობით დაუახლოეს მომავალში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.
შეხვედრის დასასრულს შალვა ფიფიამ მინისტრს მადლობაგადაუხადო მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობანაყოფიერიიქნება.
მასალის გამოყენების პირობები






