კახა კუკავა პოლიტიკიდან წავიდა
პოლიტიკა - 14:09, 08 Jul, 2014     1961

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პოლიტიკიდან წავიდა. კუკავამ ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსთან“ ისაუბრა.

მისი განმარტებით პოლიტიკური პროცესები ფინანსებზეა დამოკიდებული, „აქედან გამომდინარე ლოგიკური და ბუნებრივია, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ეფიქრა“:

"დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პროცესები ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს დიდი ფული თამაშობს და არა რამე სხვა თვისებები და შესაძლებლობები. ეს ფინანსური შესაძლებლობები ჩვენ არა გვაქვს და ძალიან საეჭვოა, რომ გაგვიჩნდება, აქრდან გამომდინარე ლოგიკური და ბუნებრივია, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ვიფიქრე.

ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა დანარჩენი პარტია, ინგრედიენტს წარმოადგენს, მე კი, სწორედ ამ ინგრედიენტების სურვილი არა მაქვს, დღეს თუ პოლიტიკაში ხარ, ვიღაცის მარიონეტი უნდა იყო. პოლიტიკიდან წავედი, თუმცა ჩემი პარტია მოღვაწეობას ისევ აგრძელებს, მათ დასჭირდებათ ახალი პოლიტიკური სტრატეგიის მოძებნა, რადგან ძველი სტრატეგიით ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იქნება, რადგან დღეს ქვეყანაში რთული ვითარებაა, რადგან ქვეყანაში ფინანსურად ოლიგარქიული მმართველობაა, ფინანსურ სტრუქტურებს შორის ბრძოლა იმისთვის მიმდინარეობს, თუ პოლიტიკაში ვის უფრო მეტი მილიონის ინვესტირება შეუძლი

დღევანდელ ვითარებაში პოლიტიკური პროცესები, რომელიც არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა, ფინანსებზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს დიდი ფული თამაშობს და არა რამე სხვა თვისებები და შესაძლებლობები. ვინაიდან ეს ფინანსური შესაძლებლობები ჩვენ არა გვაქვს და ძალიან საეჭვოა, რომ გაგვიჩნდება, აქედან გამომდინარე ლოგიკური და ბუნებრივია, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ვიფიქრე. სამწუხაროდ დღეს პოლიტიკა საფონდო ბირჟას ჰგავს, სადაც აქციებს, პოლიტიკური პარტიები ყიდულობენ

მეორე ტური არამარტო ჩემთვის, არამედ თითქმის ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რადგან "ქართულ ოცნებას" თავის ოპონენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ მეორე ტურში ნარმანია მოიგებს, თუმცა საბოლოო ჯამში, "ოცნების" ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საზოგადოების აქტივობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. არჩევნებზე მისული ამომრჩეველის 90%-ზე მეტს საზოგადოების ის ნაწილი შეადგენს, ვისაც მიკროავტობუსში საწვავს უსხამენ, რეალურად კი, არჩევნებზე თავისი ინიციატივით ამომრჩევლის დაახლოებით 5% მიდის

ასოცირების ხელშეკრულება რა თქმა უნდა ქვეყნისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ფაქტია, რომ მას გარკვეული რისკები ახლავს და მთავრობამ კარგად უნდა გათვალოს, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან არ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია, პოლიტიკურ ამოცანად საერთოდ არ მიაჩნია, აქედან გამომდინარე არა მგონია, რომ ამ ხელისუფლებამ და ამ პოლიტიკურმა სპექტრმა ამ მიმართულებით რამე გააკეთოს. ევროინტეგრაცია მათთვის უფრო გარკვეული მოდაა, ვიდრე რეალური ამოცანა, რომლისკენაც ყველა მიისწრაფვის", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში "თავისუფალი საქართველოს" ყოფილმა ლიდერმა კახა კუკავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42