იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნოტარიუსების დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ყველა ნოტარიუსი, რომელიც მოქალაქეს მოატყუებს მომავალშიც მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.
"მკაცრად ვაკონტროლებ თუ რამდენად კანონიერად მოქმედებენ ნოტარიუსები, რადგან ნოტარიუსებს გადაცემული აქვთ საჯარო უფლებამოსილებები და მათი მთავარი ინტერესი უნდა იყოს მოქალაქე. ნოტარიუსი, რომელიც მოქალაქეს ატყუებს მომავალშიც მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. ნოტარიუსებს კი, რომლებიც კანონიერი გზით მოქმედებენ და მათთვის ამოსავალი წერტილი არა საკუთარი გამორჩენა, არამედ მოქალაქეა, მათ აქვთ ჩემგან, სამინისტროსგან მაქსიმალური ხელშეწყობა და მზრუნველობა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ნოტარიუსების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






