ქართული ეროვნული ვალუტის სიმბოლო შეიქმნა
პოლიტიკა - 13:41, 08 Jul, 2014     1995

ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის სიმბოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წარადგინა. მან სიმბოლოს შექმნისთვის გამარჯვებული მხატვარი მალხაზ შველიძე 2 000 ლარით დააჯილდოვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე გამარჯვებული კონცეფციის თანაავტორებს სერტიფიკატები გადასცა.

„რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, პროექტი წარმატებით დასრულდა. დღევანდელი დღიდან ლარს აქვს თავისი სიმბოლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისთვის და შემდგომი ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით. დადგება ის დღე, როცა საქართველო შევა ევროკავშირში და გახდება სრულუფლებიანი წევრი და როცა უარს ვიტყვით საკუთარ ვალუტაზე, მაგრამ იქამდე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ძალიან მაღალი იყოს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ მომავალ წელს ეროვნულ ვალუტას 20 წლის იუბილე აქვს და ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება“, - განაცხადა ქადაგიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42