კონსტანტინე გამსახურდია ედუარდ შევარდნაძის შესახებ საუბრობს
სოც.მედია - 13:24, 08 Jul, 2014     6822

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

„როდესაც თვალი გადავავლე გამოხმაურებებს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებაზე, ჩემთვის ერთი რამ გახდა თვალშისაცემი:

ერთნი, განადგურებულნი და რეპრესირებულნი, ვის თავზეც წისქვილის ქვაღა დარჩა დასაბრუნებელი, სასტიკად გმობენ და აძაგებენ მას სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო. გიფიქრიათ, რამდენად სამართლიანი და ობიექტური იქნებოდა მათთან შედავება?

მეორენი საუბრობენ მის პოლიტიკურ ფორმატზე, მის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკურ მიღწევებზე. ამ გრანდიოზული პოლიტიკური პროექტების ფონზე რეპრესირებულები, განადგურებულები საერთოდ არ განიხილებიან, როგორც ფაქტორი.

ჩემი ცხოვრების 42 წლის მანძილზე ედუარდ შევარდნაძე მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ჩემი, ჩემი თაობისა და ჩემი თანამოქალაქეების ბედს, რომელიც საკმაოდ მძიმე გამოდგა. მიმაჩნია, რომ მეც ერთ-ერთი ვარ მის მრავალრიცხოვან მსხვერპლთაგან, დაზარალებული ადამიანურად, პოლიტიკურად, სამართლებრივად, სოციალურად და რა უნდა ვთქვა?

დიდსულოვნების თამაშს ნამდვილად ვერ დავიწყებ, ვერც ვეცდები ამ წუთს გავხდე ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა აქეთკენ მოგვიწოდებს. ამის უფლებას თუნდაც ჩემი განადგურებული მეგობრების და ახლობლების აჩრდილები არ მომცემენ, მამაზე რომ არაფერი ვთქვა - ის ხომ საქართველოს დანაკარგია და არამარტო ჩემი ოჯახის. ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები არავინ მძულდეს, და არც დაუმსახურებლად მიყვარდეს ვინმე.

ყოველთვის მწამდა სამყაროში ზნეობრივი წესრიგის არსებობა, სადაც ყველა საბოლოოდ იმას მოიმკის, რასაც დასთესს“,- წერს კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42