„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით ნარმანიას დებატების გამართვას 9 ივლისს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
„კოალიციის კანდიდატს ბატონ ნარმანიას, ძალიან უსუსური გამოსვლები ჰქონდა არჩევნების პირველი ტურის წინ, ცხადია მას აღარ სურს "ერთიანი ნაციონალურუ მოძრაობის" კანდიდატთან, ნიკოლოზ მელიასთან პირისპირ შეხვედრა. ბატონი ნარმანია არ გამოცხადდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნიკა მელიასთან დებატებბი უნდა შემდგარიყო. სავარაუდოდ ის ასევე თავს აარიდებს თავს სხვა ტელეკომპანიებთანაც, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, მონაწილეობს იმ მოლაპარაკებებში რომელიც დებატების გამართვასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის შუამავლობით მიმდინარეობს. ვაცხადებთ ჩვენს მზაობას დებატები შედგეს ოთხშაბათს, 9 ივლისს ყველა ნაციონალური არხის ეთერში პირდაპირი ტრანსლაციით", _განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






