„გერმანიაში საქართველოს საელჩოში მუშაობის პერიოდში, მახსოვს ის დიდი მოწიწება და პატივისცემა, რომელიც გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს ჰქონდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიმართ.
გერმანული საზოგადოება აქტიურად ეხმიანება მისი გარდაცვალების ფაქტს. გერმანულ პრესაში მრავლად ნახავთ ედუარდ შვარდნაძის მიმართ მადლიერების წერილებს. ედუარდ შევარდნაძის როლი მართლაც დიდი იყო „ცივი ომის“ ეპოქის დასრულებაში.
ვთვლი, რომ მას ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის განსაზღვრაში. მახსოვს, როდესაც აღინიშნებოდა გერმანიის გაერთიანებიდან 10 წლის იუბილე, გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, თოქ-შოუში დაპატიჟეს ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2+4 მოლაპარაკებებში. მაშინ მე ბატონ ედუარდს ვახლდი. მახსენდება, მაშინ გადაღებული ძალიან კარგი ბევრი ფოტო და მახსენდება გერმანელი ხალხის გულთბილი დამოკიდებულება მის მიმართ“,- წერს მაია ფანჯიკიძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.







მასალის გამოყენების პირობები






