მმართველ გუნდში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემასთან დაკავშირებით არაფერი იციან, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილი კარგი წამყვანი იქნება.
უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი უნივერსალური ადამიანია და ის ყველა ამპლუაში ძალიან საინტერესო იქნება.
“არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ეს ინფორმაცია, მაგრამ შემიძლია აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა უნივერსალური ადამიანია და ყველა ამპლუაში მგონია, რომ იქნება ძალიან ნიჭიერი და ძალიან საინტერესო“, - განაცხადა ბესელიამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე ერთ-ერთ თოქ-შოუს წაიყვანდა. მოგვიანებით ტელეკომპანია GDS-მა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. მათი ინფორმაციით, ივანიშვილი საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქშოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






