„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ტელეკომპანია GDS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ თოქ-შოუს წაიყვანს. მისი თქმით, მიწვევის შემთხვევაში მზად არის ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემაში მონაწილეობა მიიღოს.
„კომედიურ თოქ-შოუებს კონკურენტი გაუჩნდება. ასევე, ქართულ სალიტერატური ენაში ახალი ივანიშვილისეული ფრაზები გაჩნდება. მიწვევის შემთვევაში, მივალ და გავერთობი კარგად“, - განაცხადა გიგი გუგავამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ზე ერთ-ერთ თოქ-შოუს წაიყვანდა. მოგვიანებით ტელეკომპანია GDS-მა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. მათი ინფორმაციით, ივანიშვილი საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქშოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






