"საქართველოს საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის მარტში შევიდა. საქართველოში მაშინ გააქტიურებული იყო ანტირუსული ისტერიის მორიგი კამპანია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი რეგულარულად ახორციელებდა. მისი მიზანი იყო გაეწყვიტა ორი ერის მეგობრობა. სასამართლოსადმი მიმართვით მაშინდელი ხელისუფლება ზრუნავდა არა სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ იმაზე, რომ რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა. სწორედ აქედან გამომდინარე შევიდა სარჩელში უსაფუძვლო, სინამდვილესთან არანაირ კავშირში მყოფი ბრალდება, რომელიც საბოლოო ჯამში, კანონიერად უარყო სასამართლომ. იმედია, პოლიტიზირებული ანტირუსული სარჩელი და ბოლო წლებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მომხდარი მოვლენები გამაფრთხილებელი იქნება მათთვის, ვინც ეცდება ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობების დარღვევას", – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






