ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძის ისტორიაში შევა, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა.
"დამწუხრებული ვარ, რადგან ედუარდ შევარდნაძე გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონიდან და სხვა დედაქალაქებიდანაც იქნება გაკეთებული კომენტარები ამ სამწუხარო მოვლენასთან დაკავშირებით. რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, რომ მას შევხვედროდი. პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც ახალგაზრდა დიპლომატად ვმუშაობდი ამერიკის საელჩოში მოსკოვში, ხოლო იგი იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მაშინ ინერგებოდა ახალი პოლიტიკური აზროვნება, ხდებოდა ცვლილებების გატარება და შევარდნაძე ცდილობდა გადმოეცა ეს ცვლილებები. მიმაჩნია, რომ ცივი ომის მშვიდობიანად დასრულება არის მეტწილად მისი დამსახურებაც. ის ისტორიაში შევა, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






