,,არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც სისხლისმღვრელი“ - გზა კომპარტიიდან დამოუკიდებელ საქართველომდე
პოლიტიკა - 18:10, 07 Jul, 2014     13053

ედუარდ შევარდნაძე - დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში 1928 წლის 25 იანვარს. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი, შემდეგ სწავლობდა თბილისის პარტიულ სკოლაში, ხოლო 1959 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად.

1946 წელს შევიდა კომკავშირში, 1948 წელს, 20 წლის ასაკში კი კომპარტიაში. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი. 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972-1985 წლებში ცეკას კომპარტიის პირველი მდივანი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი 1985-1990 წლებში, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში.

ეს ედუარდ შევარდნაძის მოკლე ბიოგრაფიია. რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს როგორც პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღავწეს, მისი პოლიტიკური საქმიანობის პირველი ეტაპი მაინც 1965-1972 წლებში იწყება, როცა ის საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ კამპანია, რომელიც ერთი შეხედვით, კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

1972 წელს (1985 წლამდე) ედუარდ შევარდნაძე აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მან შეცვალა ვასილ მჟავანაძე, რომელიც ,,ცეხავიკებისთვის“ ხელშემწყობ ფიგურად იყო ცნობილი იმ პერიოდის საბჭოთა საქართველოში. სწორედ ე.წ. ცეხავიკების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას შევარდნაძე და ამ მოტივით ხდება იმ კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც ფარულად კერძო წარმოებით იყვნენ დაკავებული, რაც საბჭოთა კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად იყო აღიარებული. შევარდნაძე გამორჩეული მუშაობისთვის სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავითაც დააჯილდოვეს.

1976 წლიდან შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

საქართველოს ცეკას პირველ მდივნად შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა 1978 წელს ენის დაცვის მიზნით თბილისში გამართული გრანდიოზული დემონსტრაციის ფაქტი, როსაც ქართვული საზოგადოება წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის შესახ. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, მიღებულ იქნა ნებართვა, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსი შეენარჩუნებინათ.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება თვითმფრინავის გატაცების ცნობილი საქმე. 1983 წლის 18 ნოემბერს თბილისში საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების ამბავმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა. საბჭოთა კავშირის საზვღების თავისუფლად დატოვება და ევროპაში გამგზავრება, როგორც წესი, თითქმის შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისთვის, თუ ის არ უკავშირდებოდა საქმიან ან კულტურული ხასიათის ვიზიტებს. თუმცა, ასეთ დროსაც კი საბჭოთა ,,კგბ“ სრულად აკონტროლებდა გამგზავრებულ დელეგაციას, მათ შორის მეთვალყურის მიჩენის ჩათვლით. 1983 წელი, ეს ის პერიოდია, როცა ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის (მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია) ციხეში სხედან ქართველი დისიდენტები. რუსული იმპერიის ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრების მიმართ გამოხატული პროტესტის კიდევ ერთი გამოხატულება იყო თვითმფრინავის საქმე. თვითმფრინავის ბიჭები – ასე უწოდეს იმ ადამიანებს, ვინც თვითმფრინავის გატაცებით სცადა საბჭოთა ტერორისაგან თავის დახსნა. თვითმფრინავის გატაცებაში სულ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა – გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე. მართალია ამ პერიოდში გეგა სულ რაღაც 21 წლის იყო, მაგრამ უკვე საკმაოდ პოპულარული მსახიობი გახლდათ, ეს ის წლებია, როცა თენგიზ აბულაძე თავის ,,მონანიებას“ იღებს, მთავარ როლში (თორნიკე არავიძე) სწორდ გეგე კობახიძე იყო დამტკიცებული. დავით მიქაბერიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის შტურმის დროს, გარედან სროლის შედეგად დაიღუპნენ. დაღუპულთა შორის იყო თვითმფირნავის პილოტი. რაც შეეხება დანარჩენებს, ყველა მათგან სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მათ შორის მოძღვარს მამა თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა თვითმფირნავის გატაცებაში, თუმცა კომუნისტური მართლმსაჯულება მას იდეოლოგიურ მხარდაჭერაში სდებდა ბრალს და ამის გამო სასულიერო პირს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

1985 წელს საბჭოთა „გარდაქმნის“ წამომწყების, მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში და მოულოდნელად დანიშნეს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. შევარდნაძის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური აქტივი, რომლითაც ის მსოფლიომ აღიარა, იყო მისი უშუალო მონაწილეობა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში.

საბჭოთა იმპერიაში ,,თეთრი მელა“-ს სახელი ცნობილი შევარდნაძე, 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელს აწერს აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.

1990 წელს ედუარდ შევარდნაძე გადადგა, „მოსალოდნელი დიქტატურისადმი“ პროტესტის ნიშნად, იმავე წელს დატოვა პარტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა ბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.

1992 წელს მრგვალ მაგიდაში მომხდარი განხეთქილების შედეგად, მრგვალი მაგიდის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის თენგიზ კირტოვანის და ამავე ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას ხელმძღვანელობით, მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, შეიარაღებული ამბოხი, რაშიც დღემდე არსებობს ეჭვები გამსახურდიას მომხრეებში შევარდნაძის მონაწილეობის შესახებ.

მოგვიანებით შევარდნაძემ განაცხადა: ”მე ვიცოდი, რომ არ ვიყავი უფლებამოსილი, დამეკავებინა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი, მაგრამ ვიყავი დარწმუნებული, რომ მხოლოდ მე შემეძლო საქართველოს ამოთრევა ქაოსისა და კრიზისიდან.”

1992 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს.

საქართველოში მთლი ეს პერიოდი ერთის მხრივ ხასიათდება, როგორც ქვეყნის საგარეო იზოლაციიდან გამოსვლა და ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება დასავლური სახელმწიმფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით უდიდესი ეკონომიკური, ენერგეტიკული და სოციალური კრიზისით, შეიარაღებული ბანდფორმირებების თარეშით, არაერთი ტერორისტული აქტით, მათ შორის წამყვანი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერის გიორგი ჭანტურიას გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა. ამის შემდეგ თავად ედურად შევარდნაძე ხდება არაერთი ტერაქტის მსხვერპლი, რომლის პოლიტიკური ფონი ყოველთვის კრემლიდან დაკვეთა იყო. (შევარდნაძეზე 3-ჯერ მოაწყვეს თავდასხმა: 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში; 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის ეზოში; 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე).


შევარდნაძის ეპოქას უკავშირდება საქართველოს, როგორც ტრანსმაგისტრალური მნიშვნელობის მქონე ქვეყნად ქცევა, (ნავთობსადენი, აბრეშუმის გზა და ა.შ. ) და 1999 წლის სტამბულის სამიტი, სადაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს ,,ნატო“-ში გაწევრიანების შესახებ. მისსავე მოღვაწეობის პერიოდსვე უკავშირდება აფხაზეთის დაკარგვა, აფხაზეთში რუსული შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთის არაფორმალური ოკუპაცია.

საბოლოო ჯამში ედურად შევრდნაძე ხასიათდება ერთის მხრივ როგორც დიდი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღავწე, მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკური ფიგურა, ხოლო საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკოსი. ასეთი წინააღმდეგობრივი იყიო მისი ცხოვრება და პოლიტიკური მოღვაწეობა, მიუხედავად იმისა, რომ მის სახელსა და გვარს უკავშირდება გორბაჩოვთან ერთად საბჭოთა იმპერიის დაშლა და ბოლშევიზმის დამარცხება, ედუარდ შევარდნაძე საბოლოოდ ქართველი ხალხის მეხსიერებაში დარჩა როგორც ყოფილი კომუნისტი და საბჭოთა ლიდერი. რაც არ უნდა ითქვას, ფაქტია ის მაღალი რანგის პოლიტიკური მოღავწე იყო, რომლის შესახებაც ალბათ საბოლოო სიტყვას, მაინც ისტორია იტყვის.
































მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42