გიგი უგულავა მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:54, 07 Jul, 2014     4297

თბილისის ყოფილი მერი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, საზოგადოებას მიმართავს. როგორც მიმართვის ტექსტშია ნათქვამი, მოსამართლემ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება უსაფუძვლოდ გამოიყენა. უგულავას განცხადებით, მთავრობას სურს ის ბოროტმოქმედად წარმოაჩინოს.

„სააპელაციო სასამართლოს წინ, მინდა მივმართო საზოგადოებას. მთავრობა ყველანაირად ცდილობს წარმომაჩინოს მე, როგორც ბოროტმოქმედი და ამით არღვევს ჩემს უდანაშაულობის პრეზუმციას. მიუხედავად იმისა,,რომ მე დღეს პატიმრობაში ვარ,,წინასწარი პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება მოსამართლემ სრულად დაუსაბუთებლად გამოიყენა. თუმცა აქ არ ვაპირებ ამ საკითხის გარჩევას. მინდა საზოგადოებას ავუხსნა რას ნიშნავს წინასწარი პატიმრობა. წარმოიდგინეთ, როცა ერთი ადამიანი თანახმაა ეჭიდაოს ათს და მსაჯი ამ ათი პირის მოთხოვნით ერთს ხელებს უკრავს. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში ორთაბრძოლა. ასეთ პირობებში ვარ მე და ჩემი მეგობრები. როცა ისედაც მთელი სახელმწიფო მანქანა გიპირისპირდება უთანასწორო ბრძოლაში და მოსამართლე წინასწარ პატიმრობას იყენებს, ანუ ხელებს გიკრავს და ასეთ პირობებში უნდა ამტკიცო შენი უდანაშაულობა, ეს კანონის უზენაესის სტანდარტისგან ძალიან შორსაა. ბოლო ორი წელია კანონის უზენაესობის პრინციპი ჩაანაცვლა მისმა სუროგატმა "სამართლიანობის აღდგენამ". დღეს, სწორედ სასამართლოს აკისრია ისტორიული მისია დაიცვას ქვეყანა პოლიტიკური შურისძიებისგან და მიიყვანოს კანონის უზენაესობის პრინციპამდე.

ბატონო სააპელაციოს მოსამართლენო, ისედაც უთანასწორო ბრძოლაში მყოფს, ნუ დატოვებთ ჩემ სააპელაციო საჩივარს განხილვის გარეშე და მომეცით შანსი ჩემი არგუმენტი გამცნოთ“, - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42