საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ედუარდ შევარდნაძის ოჯახს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო ხარჯებით დაიკრძალება, თუმცა დაკრძალვის ზუსტი თარიღი მას არ დაუსახელებია.
“ბატონი ედუარდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფაქტობრივად საბჭოთა სისტემის დემონტაჟში. ის იყო პოლიტიკოსი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ევროპაში კედლების ნგრევა და ახალი ევროპის წარმოქმნა. ის ბუნებრივია, სერიოზულ როლს თამაშობდა ახალი საქართველოს შექმნაში და ჩვენი დასავლური კურსის განვითარებაში. გამოვხატეთ თანადგომა მისი ოჯახის მიმართ. მინდა, ვთქვა, რომ ყველა პატივს მიაგებს გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას და ამაში ბუნებრივ როლს ითამაშებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ის საქართველოს პრეზიდენტი 8 წლის განმავლობაში იყო.
მასალის გამოყენების პირობები






