12 ივლისის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1,715,514-ია
პოლიტიკა - 14:27, 07 Jul, 2014     1636

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. 12 ივლისს არჩევნები 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 28 საარჩევნო ოლქში სულ 1,715,514-ია.

როგორც ცესკოში აცხადებენ, 12 ივლისის არჩევნებისთვის უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი; სულ 1,605,000 ბიულეტენი დაიბეჭდება, მათ შორის - 1,191,450 მერის და 413,550 გამგებლის (აქედან 5, 050 აზრებაიჯანულ ენაზე) ასარჩევი ბიულეტენები.

ასევე იწყება ამომრჩეველთა ბარათების დარიგების პროცესი, სადაც აღნიშნულია თუ რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ამომრჩევლებმა ხმის მისაცემად. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მისვლა, უნდა დაუკავშირდნენ შესაბამის უბანს 9 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამომრჩევლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ცენტრის ნომერზე - 2 51 00 51.

როგორც ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, 15 ივნისის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ არჩევნების მეორე ტურებს.

დამკვირვებლების ან ჟურნალისტების დამატებითი სიების წარდგენის შემთხვევაში, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შესაბამის საარჩევნო კომისიებს 7 ივლისის ჩათვლით უნდა მიმართონ, ხოლო მედია ორგანიზაციებმა - 9 ივლისის ჩათვლით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42