რაც მეტ შეცდომას დაუშვებს მთავრობა, მით უფრო გაძლიერდება ოპოზიცია - კახიშვილი
პოლიტიკა - 12:26, 07 Jul, 2014     987

ექსპერტი კახა კახიშვილი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. კახიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების სათავეში დაბრუნება არეულობის გზით აქვს გადაწყვეტილი, ხელისუფლებამ კი დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს:

„იმან, რაც საქალქო სასამრთლოსთან მოხდა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც უარს არ იტყვის არც არეულობაზე, არც პროცესების ესკალაციასა და არც ძალადობაზე. ამ პარტიის წევრები მუდმივად აპროტესტებენ ძალადობას, თუ ეს მათ წევრებს ეხება, იმავდროულად. თვითონ არ ეშვებიან ამგვარ ქმედებებს. ამ არეულობამ ცხადყო, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არც სასამართლოს უზენაესობა ნიშნავს რამეს და არც პროკურატურა, როდესაც ისინი მათთვის არახელსაყრელ გადაწყვეტილებას იღებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ვინმეს რომ გაებედა და სასამართლოსთვის ან პროკურორისთვის ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინა, სისხლში აბანავებდნენ!

„ნაციონალთა“ ერთი ნაწილი ვითარების ესკალაციას შეეცადა, თან ამას ისე წარმოაჩენენ, ვითომ თვითონ არიან მსხვერპლნი. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დისკრედიტაციას დაიწყებს.

„ნაციონალებს“ ესკალაციის კონკრეტული გეგმა აქვთ. ამას ხელს შეუწყობს „ნაციონალების“ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებები. აამუშავებენ ყველა იმ ბერკეტს, რაც სხვადასხვა უწყებასა და ორგანიზაციაში კიდევ შერჩათ, მაგალითად თელასსა და ამგვარ კომპანიებში შეიძლება საბოტაჟიც კი სცადონ. ეს გეგმა ნამდვილად აქვთ, მოახერხებენ თუ არა მის ამუშავებას, დამოკიდებული იქნება ხელისუფლების კვალიფიციურობაზე, მოვლენების ადეკვატურად გაანალიზებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარზე.

„ნაციონალებს“ არეულობის გზით აქვთ გადაწყვეტილი ხელისუფლებაში დაბრუნება, თან მათი მიზნები საკმაოდ მრავალ წელზეა გაწერილი. ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებს, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს მმართველი ძალა, მით უფრო გაძლიერდება „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს კახიშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42