The New YorkTimes - გიგი უგულავას დაკავებამ პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია
პოლიტიკა - 22:35, 05 Jul, 2014     3163

ცნობილი გამოცემა The New YorkTimes საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს საგანგებო სტატიას უძღვნის. სტატიას სათაურით - „ოპოზიციის ლიდერი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დროს, ციხეში გაატარებს“

სტატიის ავტორი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასაც იხსენებს და აცხადებს, რომ საერთაშრისო თანამეგობრობა საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაზე თავშეკავებისკენ მოუწოდებდა:

„ერთერთი ყველაზე ცნობილ ოპოზიციურ ლიდერს საქართველოში უარი ეთქვა გირაოთი განთავისუფლებაზე და სასამართლო პროცესამდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა რეგიონულ საარჩევნო კომისიაზე მუქარის ბრალდებით.

გადაწყვეტილებამ პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია ადგილორბრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე.

ოპოზიციის ლიდერს გიგი უგულავას, რომელიც არის თბილისის ყოფილი მერი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის აგრეთვე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და უახლოესი მოკავშირე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტზე კონტროლი 2012 წელს დაკარგა. შემდგომ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქრთულ ოცნებასთან“ დამარცხდა, რომელიც არის მისი მთავარი კონკურენტი და რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ის გარკვეული პერიოდი ქვეყნის პრემიერმინისტრიც იყო.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, 10-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვადასხვა ბრალდებებით იქნა დაკავებული. როგორც ოპონენტები ამბობენ, ეს არის ტალღა პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა.

ბატონმა სააკაშვილმა დატოვა საქართველო და ცხოვრობს აშშ-სა და ევროპაში. ის იქნა გაფრთხილებული, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში მასაც დააპატიმრებენ. უგულავას წინააღმდეგ წამოყენებულია ექვსი ბრალდება, სამი მათგანი გაცხადებული იქნა გასულ კვირას. მას აგრეთვე ბრალად ედება სახელმწიფო რესურსების უკანონოდ მითვისება, კორუფცია და რეგიონულ საარჩევნო კომისიებზე ზეწოლა არჩევნების პირველი ტურის დროს.

უგულავას მომხრეების თქმით, მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები არის უსაფუძვლო და მისი დაპატიმრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო გამარჯვების შიშმა განაპირობა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე ბრძოლაში თბილისის მერობისთვის.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიგი უგულავას დაპატიმრებას დღეს სამართლიანობის ზეიმი უწოდა და სასამართლოზე ყოველგვარი ზეწოლა გამორიცხა. მაგალითისთვის კი პარალელი გაავლო საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დაკავებასთან.

აღნიშნულ ფაქტამდე ცოტახნით ადრე საქართველომ ხელი მოაწერა პოლიტიკურ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, რომელიც ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს მზაობაზე მიიღოს დასავლური სტანდარტები დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. დასავლელი ლიდერები აფრთხილებდნენ საქართველოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო.

პარასკევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაურმა, კეტრინ ეშტონმა გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა საქარველოს მთავრობას, რომ სასამართლო პროცესები გარანტირებულად უნდა იყოს გამჭვირვალე და სრულებით თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან“, - წერს The New Yorks Times.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42