რეალურად ღარიბაშვილს მართავს ივანიშვილი, რომელსაც არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, - ამის შესახებ უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საუბრისას ,,რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
,,ის იტყუება როცა ამბობს, რომ მე ვარ ჩეულბერივი მოქალაქე, როცა წავედი პოლიტიკიდან, სინამდვილეში ის მართავს ყველაფერს. ასეთივე სიტუაციაა სხვა სფეროებში, მაგალითად სამართლადამცავ სფეროში, რომელიც ფუნქციონირებს პოლიტიკური ოპონენტების დევნის მიმართულებით და რომელსაც ფარცხალაძე ხელძღვანელობს, რომელიც ასევე არათუ უფლებამოსილი პირი არ არის, არამედ კრიმინალური წარსულის მქონე პირია. მთავარია, რომ ის პოლიტიკური ოპონენეტების დევნის ამოცანას, რაც დაუსახა ივანიშვილმა, კარგად ასრულებს. ეკნომიკას კი მართავს ივანიშვილის ნათესვი უჩა მამაცაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ მინისტრები, რომლებიც ამით უნდა იყვნენ დაკავებული“, - განაცხადა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






