თამარ ჟვანია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:37, 05 Jul, 2014     2030

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჟვანიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესები მიმდინარეობდეს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით:

“მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ზრდის დაძაბულ ფონს და უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.

მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესები მიმდინარეობდეს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მაჩვენებელია, აუცილებელია არსებობდეს თანაბარი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. ამდენად, სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა ხორციელდებოდეს ყველა ქმედება, რომ არ მოხდეს საარჩევნო პროცესისთვის ზიანის მიყენება.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები და არჩევნებში ჩართული მხარეები გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას”, - აღნიშნულია ცსკო-ს თავმჯდომარის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42