საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სიტყვა წარმოთქვა:
„მე შეგახსენებთ ბატონო მოსამართლევ იმას თუ რატომ არ უნდა გამიშვათ, იმიტომ, რომ ეს არის სიტყვა „საშიშროება“. დიახ, ვანო მერაბიშვილიც, გიგი უგულავაც, ჩემი, ნებისმიერი ჩვენთაგანის გარეთ გაშვება არის საშიშროება აი, ამ ხელისუფლებისთვის. ეს არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად სწორი იქნება გადაწყვეტილება, უნდა დამაპატიმროთ მეც და ნებისმიერიც, ვინც საფრთხეს უქმნის ამ ხელისუფლებას. მე ვიცი, ვინც გაათავისუფლეს, გაათავისუფლეს ქურდები, კრიმინალები და რუსეთის აგენტები. ეგენი გაათავისუფლეს, სხვისი გათავისუფლება მე აქ არ მინახავს, გიგი ცდილობდა სასამართლოსთვის რამე აეხსნა, დაემტკიცებინა, რომ არ გაუთხრია ის გვირაბი, რომ არ არის კენედის მკვლელი, მაგრამ არ იყო ამის საჭიროება, იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყო.
მე როცა გუშინ ვახსენე, რომ მიმდინარეობს ვაჭრობა ბატონო მოსამართლე, ეს ვაჭრობა მიმდინარეობდა და ამ ვაჭრობაში მონაწილეობდა ამ სასამართლოს თავმჯდომარე ახვლედიანი. რომელიც ელაპარაკება ღარიბაშვილს და მერე თქვეთან აგრძელებს ლაპარაკს ვისზე რა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






