საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის დაკავებასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა.
ხიდაშელის განმარტებით ის სიტუაცია, რაც გუშინ საქალაქო სასამართლოს ეზოში შეიქმნა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასარგებლოა:
„რამდენიმე ადამიანის აყვანა მოხდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევდნენ წესრიგს, პრობლემას ქმნიდნენ, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ერთერთი მათგანი აღმოჩნდა პარლამენტის წევრი, რომელიც დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს როგორც კი გაირკვა, რომ ის იყო დეპუტატი.
დღეს თუ საქართველოში აქვს ვინმეს იმის განცდა, რომ ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ კლუნია, რომელსაც ყველა პოლიციელი უნდა იცნობდეს, სახეზე მაინცდამაინც, მემგონი ძალიან ცდებიან.
არსებული ვითარება ვერ შეუქმნის საფრთხეს ვერ არჩევნებს, ვერც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პირიქით, ეს არის ვითარება, რაც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






