ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
დიპლომატის განცხადებით მათი ყურადღების ცენტრში სამართლებრივი პროცესებია:
"ეს არის სერიოზული საქმე. ამერიკა ყურადღებით აკვირდება საქართველოში პროცესებს და ჩვენი ყურადღების ცენტრში არის სამართლებრივი პროცესები. ჩვენს წუხილს ზრდის ის ფაქტი, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოა, 12 ივლისს დანიშნული განმეორებითი არჩევნების წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ იყოს დაცული სამართლებრივი პროცესი და უზრუნველყოფილი სამართლებრივი პროცესის უმაღლესი სტანდარტები, რომელიც იქნება თავისუფალი რაიმე სახის პოლიტიკური გავლენისგან
ჩვენ ამას დავაკვირდებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ჩადენისგან, ან ძალადობის პროვოცირებისგან. მოვუწოდებთ, ხელი შევუწყოთ მშვიდობიან გარემოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იყოს განმტკიცებული პატივისცემა დამოუკიდებელი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






