ირაკლი ღარიბაშვილი: სწორედ სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა
პოლიტიკა - 15:17, 05 Jul, 2014     1492

ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია, სწორედ სოფლის ძლიერებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოოპერაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფერმერებს კოოპერაციის დღე მიულოცა და მათ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მთავრობამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და არაერთი პროექტი შეიმუშავა დარგის მაქსიმალურად სწრაფად განვითარებისთვის.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებში ფერმერთა ნებაყოფლობით გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც, მისი აზრით, აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და სოფლად სიღარიბის დაძლევას უნდა შეუწყოს ხელი.

“მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო მეურნეობების კონსოლიდაცია, გაერთიანება უფრო მეტი შემოსავლის, დოვლათის, სარგებლის მისაღებად. სწორედ ჩვენ მიერ სოფლის მეურნეობაში დაწყებულმა რეფორმებმა მისცა სტიმული ამ პროცესს. მისასალმებელია, რომ უმოკლეს დროში უკვე შეიქმნა 100-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული გაერთიანება. მასში გაწევრიანებული ფერმერები, გლეხები, მეწარმეები ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი ადამიანური, მატერიალური, ტექნიკური რესურსით შეძლებენ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, აწარმოონ მაღალი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქცია და დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ეს გზა გაიარა ევროპამ, ეს გზა გაიარა ყველა განვითარებულმა ქვეყანამ,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგად გაჩნდა.

“რესურსების კონსოლიდაცია, მეურნეობების გაფართოება განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა ახლა, როცა ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ხელმოწერის შემდეგ, დღეს ჩვენ, პოლიტიკურთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური შესაძლებლობებიც გაგვიჩნდა,” - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე მოუწოდა მეწარმეებსა და ბიზნესმენებს, ახალი რეალობის გათვალისწინებით დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, რათა მაქსიმალურად მოახერხონ ამ ახალი შესაძლებლობების გამოყენება.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი კოოპერატივების წარმომადგენლებს პირადად გაესაუბრა და მათი საქმიანობით დაინტერესდა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში მთავრობა არაერთ ახალ ინიციატივას შესთავაზებს მცირე და საშუალო მეწარმეებს,რომელიც მიმართული იქნება ბიზნესის განვითარებაზე,მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე და ადამიანების დასაქმებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42