„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც დავით ბაქრაძე გიგი უგულავას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა:
„მიუხედავად იმისა, რომ უკვე წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის კამპანია, გიგი უგულავას დაკავბა ჩვნი შეფასებით მაინც ნიშნავს ახალი ეტაპის დაწყებას. ნიშნავს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა სრულიად დემონსტრატიული ფორმით, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაეკავებინა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბისა და კამპანიის უფროსი და ამით ყველასთვის გაეგზავნა ძალიან ნათელი მესიჯი ხელისუფლებისთვის, მისი ანგარიშსწორების დღისწესრიგთან შედარებით არ არსებობს სხვა არცერთი მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის არც არჩევნები, მათ შორის არც არჩევნების მეორე ტური და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან ცუდი და საშიში სიგნალი ხელისუფლების მხრიდან. განსაკუთრებით იმის გათვალსიწინებით თუ რა ფორმით მოხდა გიგი უგულავს დაკავება იმის გათვალისწინებით, რომ ეს მოხდა სასამართლოს წინა დღის გადაწყვეტილებიდან ფაქტობრივად 12 საათის შემდეგ, რაც იყო პროკურატურის მხრიდან აბსოლუტურად მკაფი სიგნალი, რომ ის არ დაეთანხმება სასამართლოს იმ გადაწყვეტიელაბს რომელიც არ აწყობს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






