საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ფაქტს ეხმაურება:
"ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამ კონკრეტულ და კიდევ სხვა რამდენიმე მოსამართლეზე, 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო, გაშმაგებული თავდასხმები მოხდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან. ალბათ, ეს ყველას ეხსომება. თუმცა, დღეს ხელისუფლება სხვაგვარად აფასებს. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, ეს ეხება განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან ყველა ქვეყანაში მათგან უფრო მეტი საფრთხე არსებობს სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის - ყველას მხრიდან უნდა იყოს მიდგომა ერთნაირი, პირველ რიგში პატივისცემა სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. შეცდომით არის ეს გადაწყვეტილება, რა ხარვეზები შეიძლება იყოს, ეს უნდა გაარკვიოს მხოლოდ ზემდგომმა სასამართლომ, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით უზრუნველყოფილი", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






